სოციალური მეწარმეობა
სოციალური საწარმო "გემომეტრია" ქალების პროფესიული განვითარებისთვის.
სოციალური საწარმო "გემომეტრია" წარმოადგენს ძდექ-ის ერთ-ერთ ინოვაციურ პროექტს, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის ნაწილია. "გემომეტრია" ქალებს სთავაზობს პროფესიულ განათლებას კულინარიის სფეროში, აწარმოებს კვალიფიციური კადრების მომზადებას კერძო სექტორისთვის. საწარმო არა მხოლოდ უზრუნველყოფს ქალების პროფესიულ განვითარებას, არამედ ქმნის სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.