საგანმანათლებლო პროგრამები

ტრენინგები და კურსები სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის.

ძდექ-ი ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის. ტრენინგები ტარდება: ყველა რანგის პოლიციელებისთვის ღია და დახურული მოდულების ფარგლებში; სოციალური მუშაკებისთვის მუნიციპალიტეტებში; მასწავლებლებისთვის სკოლებში; ახალგაზრდებისთვის მოზარდთა ცენტრებში; კომუნალური სერვისის წარმომადგენლებისთვის; რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის; სოფლის მოსახლეობისთვის. ეს პროგრამები ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში.